ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია კერძო ინვესტიციებს ხელი შეუწყოს მთავრობამ, რათა მცხეთის მოსახლეობამ შეძლოს დასაქმება და ეს პრობლემა აღკვეთილი იყოს.
„მცხეთაში შენდება ხორცპროდუქტების გადამმუშავებელი ქარხანა, ეს არის ძალიან კარგი კერძო ინვესტიცია და აქ ხალხი აუცილებლად დასაქმდება. წილკანში შენდება „ჰეინეკენის" გრანდიოზული ქარხანა და იქაც აუცილებლად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა",- განაცხადა ხუნდაძემ.