logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე მათთვის არასასურველი კითხვების დამსმელებს „ნასედკებს“ და მოგზავნილებს უწოდებდა
- +

8 მარტი. 2023. 17:55

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმიანება.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: „კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?“. „შენ ვინ ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს „ნასედკები“, ესენი!“ - ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს „პროფესორები“ და ადამიანის „უფლებადამცველები“.

 

„როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტირებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ს სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია. მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში ტროცკისაც კი შეშურდებოდა. „რუსული...რუსული...რუსული...“ - ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში...

 

რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: „კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?“. "შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს „ნასედკები“, ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ეხლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!“ - ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს „პროფესორები“ და ადამიანის „უფლებადამცველები“.

 

ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან, ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოვებულია და რა საქმიანობის გამო ექს-ომბუდსმენი, მაგრამ - ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner