logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღეს როგორც თანასწორს, ისე გვეპყრობიან, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია
- +

8 მარტი. 2023. 18:44

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყოვლისმომცველი გამოსვლა ჰქონდა. ტურისტული გამოფენის - „ITB Berlin 2023“-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება ერთმანეთში საქართველოს მდიდარ წარსულს, აწმყოს და ნათელ მომავალს აერთიანებდა. პრემიერი შეეხო საქართველოს წარსულს, რომელიც სამწუხაროდ უცნობია არამხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ ბევრი ქართველისთვის. მაშინ როცა ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, ქალს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში 5 ქალი დეპუტატი გვყავდა. (რა თქმა უნდა, ისინი აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობდნენ),“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველო ინსტიტუციურ დონეზე ვითარდება და პროგრესირებს, რაც ჩვენს ევროკავშირთან და ნატოსთან თავსებადობას ზრდის

 

„საქართველოს ისტორია პროგრესის, ტოლერანტობის და გონიერების ისტორიაა, სადაც პიროვნება მუდამ პირველ ადგილზე იდგა. პრემიერის გზავნილებიდან აღსანიშნავია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე ხაზგასმა, საქართველოს ევროპულ სწრაფვაზე საუბარი და ა.შ. „თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“ - ირაკლი ღარიბაშვილი.

 

საქართველო ინსტიტუციურ დონეზე ვითარდება და პროგრესირებს, რაც ჩვენს ევროკავშირთან და ნატოსთან თავსებადობას ზრდის, უფრო მეტიც, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო რამდენიმე კომპონენტში ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე წინ დგას, რაც ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ არ არის შეფასებული.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოსადმი მასპინძელი მხარის დამოკიდებულება და პატივისცემა. ყველა ხედავს, რომ საქართველო მეორე დონის ქვეყნად აღარ განიხილება, დღეს როგორც თანასწორს ისე გვეპყრობიან, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პერსონის და მის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner