ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი ვახტანგ მაისაია გამოდის ინიციატივით, რომ მე-8 საპყრობილე გაუქმდეს და მის ადგილას შეიქმნას პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი. ამის შესახებ მაისაიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.
„შემომაქვს ინიციატივა, რომ მე-8 საპყრობილე გაუქმდეს და შეიქმნას ადამიანების წამებისა და სისხლიანი რეჟიმების მუზეუმი. ოკუპაციის მუზეუმთან ერთად, უნდა იყოს პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი.
„ჰეროკრატია" ხალხს უნდა ანახონ სწორედ ამ მუზეუმის ფორმატში. ვიმეორებ, მე-8 საპყრობილე უნდა გაუქმდეს და იქ უნდა შეიქმნას მუზეუმი", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში.