logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: მე-8 საპყრობილე უნდა გაუქმდეს და იქ შეიქმნას მუზეუმი!
- +

31 აგვისტო. 2016. 01:55


ექსპერტი ვახტანგ მაისაია გამოდის ინიციატივით, რომ მე-8 საპყრობილე გაუქმდეს და მის ადგილას შეიქმნას პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი. ამის შესახებ მაისაიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.



„შემომაქვს ინიციატივა, რომ მე-8 საპყრობილე გაუქმდეს და შეიქმნას ადამიანების წამებისა და სისხლიანი რეჟიმების  მუზეუმი. ოკუპაციის მუზეუმთან ერთად, უნდა იყოს პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი.

 

„ჰეროკრატია" ხალხს უნდა ანახონ სწორედ ამ მუზეუმის ფორმატში. ვიმეორებ, მე-8 საპყრობილე უნდა გაუქმდეს და იქ უნდა შეიქმნას მუზეუმი", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner