ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"დღეს კახეთიდან მოვდივარ. რადიო მაქვს ჩართული, საინფორმაციოებს ვუსმენ. წამდაუწუმ მიცხადებენ, რომ გუშინ სამართალდამცავებმა 66 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
აი, ეს სიტყვა ,,წვრილმანი'' ეკალივით მესობა გულზე!
გეკითხებით და მიპასუხეთ: მანქანების გადაბუგვა, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, პარლამენტის შენობის პირველ სართულზე ცეცხლის გაჩენა, ქვების სროლა, შეურაცხყოფა, გინება, სპეცრაზმელების დათრევა და ცემა წვრილმანი ხულიგნობაა?
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წვრილმანი ხულიგნობაა?!
მიპასუხეთ-მეთქი!
რაც გუშინ ვიხილეთ, რაც წუხელ ამ ქვეყანას დამართეს, ეს მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობაა?
და რა?
რას ითვალისწინებს ეს ,,წვრილმანი''? გაფრთხილებას? 200-ლარიან ჯარიმას? ხელწერილით გამოშვებას? მშობლების დაბარებას? დედის დაფიცებას, რომ აღარ ჩაიფსამენ? ცრემლების ღვარღვარს, რომ სახლში უნდათ?
ესე იგი, წვრილმანი ხულიგნობა, ხომ?
ამიტომაცაა, რომ ცოტა ხნით გაიძურწებიან ხოლმე, შემდეგ შემობრუნდებიან და იგივეს სჩადიან.
როდემდე?!
რასაც ახლა სურათზე ხედავთ, ესეც წვრილმანია, ხომ?!"- წერს გელა ზედელაშვილი.