ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველოს მოწინავე ადგილას ყოფნას აფასებს:
„აი შედეგი! 9 წელი ტერორში ნამყოფი ქვეყანა უკვე მსოფლიო სამეულშია. ამდენჯერ ნაგინები და უნიათობად მონათლული დემოკრატია არა მარტო მუშაობს, არამედ შედეგებსაც დებს.
P.S. ბოღმინებმა დახუჭეთ თვალები და არ შეიმჩნიოთ."- წერს უძილაური.
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველოს მესამე ადგილზე მოხვდა.