logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: ნუ იზავთ ისე, რომ თქვენი შვილები იყვნენ ნაცების იარაღი!
- +

8 მარტი. 2023. 23:27

 

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მივმართავ იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლებს, ნაციონალური მოძრაობა იყენებს თქვენ შვილებს, იყენებს, რომ ძალიან ცუდი და ქვეყნისთვის სახიფათო პროვოკაცია მოაწყონ! ნუ იზავთ ისე, რომ თქვენი შვილები იყვნენ ნაცების იარაღი! როგორ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, როდესაც ხაბეიშვილის, ვაშაძის და მისთანების გვერდით დგანან, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ არეულობა, გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა!

ფაქტია, რომ იქ მისულ ახალგაზრდებს, რომლებიც მოატყუეს თითქოს აგენტების კანონი მათ ეხებოდა, ბოლოს ტრიბუნაც წაართვეს და მხოლოდ მასად იყენებენ! ასე ხდება, როდესაც ნაცებთან აქციაზე მიხვალ! შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩემთვის ნაცს არ მოუწოდებია აქციაზე მივსულიყავიო, ის ენჯეოებიც ნაცები არიან! მერამდენედ გიყენებენ ახალგაზრდებო? გამორიცხულია, ჩვენ ნაცებს ქვეყანას არ დავუთმობთ და ისე არ მოხდეს, თქვენ დაგაბრალონ თუ მძიმე პროვოკაციას მოაწყობენ! ჯერ კიდევ გაქვთ დრო! ჩვენ უკან არ დავიხევთ! ეს კინო ნანახი გვაქვს"- წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner