logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მანიპულაციაა ის, თითქოს პირველ მოსმენას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის მიღების კუთხით, მეორე და მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის
- +

8 მარტი. 2023. 23:43

 

"ეს იყო აბსოლუტურად კლასიკური პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით დაგეგმილი კამპანია, დაწყებული რუსულ კანონად დაბრენდვით, გაგრძელებული იმით, რომ თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს და ასევე გაგრძელებული იმით, რომ თითქოს ეს კანონი უკვე არის მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოემხუარა აგენტების შესახებ ამერიკული კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

თვეები სჭირდება იმას, სანამ კანონს მივიღებთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი.

მანიპულაციაა ის, რომ თითქოს პირველ მოსმენას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის მიღების კუთხით, მეორე, მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის. პარლამენტმა თქვა, რომ ყველა აქტორის გამჭვირვალობა, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner