"კიდევ ერთი სიყალბეა ის, თითქოს ეს [კანონი] ეხება მოქალაქეებს, ფიზიკურ პირებს და რაიმე იარლიყის მიწებება ხდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აგენტების ამერიკულ კანონზე საუბრისას.
„ცალკე ცინიზმია, როდესაც სტიგმაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებულები არიან სწორედ იარლიყების მიწებებით და სტიგმების შექმნით. ოლიგარქია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, რუსული გავლენა და ა.შ. - სულ სტიგმები და იარლიყებია, რომლებსაც წლების განმავლობაში აწებებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს თუ პარტიას ეს ორგანიზაციები ჩივიან თითქოს რაიმე სტიგმებზე იყოს საუბარი“, -განაცხადა პაპუაშვილმა.