„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე 15 პუნქტს აყალიბებს, რომელიც მისი აზრით, სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
1)ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება.
2)ერთნაირი სქესის პირთა ქორწინების აკრძალვა კონსტიტუციის დონეზე.
3)მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
4)პირადობის მოწმობასა და პასპორტში ეროვნების გრაფის შემოღება.
5)საკანომდებლო დონეზე ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში.
6)აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ბინადრობის უფლების გაუქმება,დეპორტაცია თავიანთ ქვეყნებში.
7)ახალი,მკაცრი საემიგრაციო კანონმდებლობის შექმნა.
8)უცხოური (მაგ.თურქული) სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გადასახადის გაზრდა, ამ ფონზე ქართველი გლეხებისთვის შეღავათიანი უპროცენტო კრედიტის გაცემა.
9)სააფთიაქო ბიზნესის კონტროლი, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესება, მედიკამენტების გაიაფება.
10)ბანკებისთვის კრედიტის მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრა (მაგ.5-10%).
11)კერძო მევახშეების (ე.წ.მიკრისაფინანსო ორგანიზაციების) საქმიანობის შეზღუდვა.
12)ბიუჯეტში სოციალური რეზერვის შექმნა უცხოეთში მძიმე პაციენტთა სამკურნალოდ (პირველ რიგში ბავშვთა ჯანდაცვა).
13)ქართველი ემიგრანტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სპეციალური პროგრამის შექმნა და მათი სამშობლოში ღირსეულად დაბრუნება.
14)სპეციალური კანონი უმუშევართა უფლებების დასაცავად.
15)იპოთეკით დაზარალებულთათვის სახელმწიფოს დახმარების პროგრამის შემუშავება.
ეს გახლავთ 15 პუნქტი რომლის შესრულებასაც შევძლებთ!!!!!!!!"- აღნიშნავს ბრეგაძე.