"მე შევხვდი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომლებთანაც კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალური საუბარი მქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„არავინ, მათ შორის არც ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ აყენებს ეჭვქვეშ, რომ არსებობს სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი, მოქალაქე ინფორმირებული იყოს იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ეს არის ინსტრუმენტები და ლეგიტიმური მიზანი, რომ უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე შექმნილი სისტემა, როდესაც კიდევ ერთხელ ცნობილია ყველა აქტორის ფინანსური ზურგი და წყაროები, ვინც ჩართულია ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ბედის გადაწყვეტაში. წინ არის კიდევ 3 თვე იმისთვის, რომ ვენეციის დასკვნის საფუძველზე, ისევე როგორც ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.