„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი „კონსტიტუციური ჩარჩოები" - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: „ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!". ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ, როგორც ჩანს, მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაცა ვიწროა. თორემ „გაწყდება" საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება“, - წერს დავით ქართველიშვილი.