ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ფილმი „ჰეროკრატია" საკმაოდ მძიმე სანახავია. ბევრმა ვერ გაუძლო და დატოვა დარბაზი", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბარში. მისი შეფასებით, ეს არის დოკუმენტური ჟანრის ფილმი, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებობდა.
„თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი სერია გაცილებით მსუბუქი სანახავია და არსებობს უფრო მძიმე კადრებიც, რომლებიც ეხება სანდრო გირგვლიანის, სერგო თეთრაძისა და სხვების საქმეებს. რა თქმა უნდა, ფილმი სრულიად რეალურია და 99%-ით ასახავს იმ რეალობას, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებობდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გოგა ხაინდრავას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამისთვის.
ვისაც გულის და სხვა სერიოზული დაავადება აქვს, არ ვურჩევ ამ ფილმის ყურებას, იმდენად მძიმე სანახავია. ჩვენთვისაც კი, ვინც ეს ყველაფერი გამოვიარეთ, არ ჩაუვლია ცრემლის გარეშე ამ ჩვენებას. ფილმი არის სიურრეალისტური ნამუშევარი, რომელიც ფაქტობრივად, უფრო დოკუმენტური ჟანრის არის, ვიდრე - მხატვრული", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.