logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი მითითება, ან მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე მსგავსება საქართველოს და რუსეთს შორის, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ოკუპანტ ქვეყანასთან საკუთარი სამშობლოს შედარება არ ეკადრება არცერთ ქართველს
- +

9 მარტი. 2023. 00:29

 

"ამ ასპექტში საქართველოს და რუსეთის შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამას უნდა გაემიჯნოს არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციაც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, არის მცდელობა, რომ დემოკრატიული საქართველო ტოტალიტარულ რუსეთს შეადარონ, რაც მიუღებელია.

გამოდის, რომ ივიწყებენ იმას, თუ როთ განსხვავდება სინამდვილეში საქართველო რუსეთისგან - ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი ინსტიტუტების სიძლიერით, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით, ჩვენთან არის ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ სახელმწიფოს. შედარება საქართველოს და რუსეთს შორის არის მიუღებელი და მიუღებელი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის. როცა ასეთ შედარებებს ვისმენთ უცხოელების მხრიდან, ყველა ქართველის ვალია, რომ ამას დაუპირისპიროს სწორედ ეს საკითხი. იმიტომ რომ გამოდის რომ ეს უცხოელი მეგობრები განსხვავებას რუსეთსა და საქართველოს შორის ამ ინსტიტუტებში კი ვერ ხედავენ, ისინი საქართველო რუსეთისგან განსხვავებულად [თვლიან] იმიტომ რომ აქ არის ხინკალი და ხაჭაპური. ჩვენ ვართ დემოკრატიული საქართველო, სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუტები და არ ნიშნავს რომ უნდა მოხდეს საქართველოს სტიგმატიზება იმის გამო რომ რაღაც საკითხები რეგულირდება. ასე თუ მივყვებით, დღეს რუსეთი ტანკებით ახორციელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ტანკი? ნებისმიერი შედარება, მითითება, ან მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე მსგავსება საქართველოს და რუსეთს შორის არის აბსოლუტურად მიუღებელი, ოკუპანტ ქვეყანასთან საკუთარი სამშობლოს შედარება არ ეკადრება არცერთ ქართველს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner