logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: ამაზე სააკაშვილი პასუხს აგებს!
- +

31 აგვისტო. 2016. 02:57


„რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის მოსალოდნელ ომზე", - ამის შესახებ გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"ის გადაცემა "არჩევანი 2016-ში" განაცხადა.


დაახლოებით ერთი თვით ადრე ვიდრე საომარი მოქმედებები მოხდებოდა, საქართველოში საგანგებო ვიზიტით გრიგორი კარასინი ჩამოვიდა. უკვე აღარ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ აღარ მიფიქრია მასთან შეხვედრა. ამის მიუხედავად მე ჯერ ვაშაძემ, შემდეგ სააკაშვილმა დამირეკა და მთხოვეს შევხვედროდი კარასინს.

 

მე ოფისიც კი არ მქონდა, ამიტომ კარასინი სახლში მეწვია. ბატონმა კარასინმა თქვა, რომ ის ჩამოვიდა საგანგებოდ, რომ პრეზიდენტისთვის და საგარეო მინისტრისთვის ეთქვა, ოსეთში ვითარება იძაბება და რუსეთს არ მოსწონს ის სიგნალები, რაც საქართველოდან მიდის. მოსალოდნელია ომი და მან თქვა, რომ ეს ომი საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და დაანგრევს რუსულ-ქართულ ურთიერთობებსო.

 

ეს იყო გაფრთხილება. კარასანს კარები არ ჰქონდა დაკეთილი, როდესაც მე ტელეფონი ავიღე, დავურეკე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ პრეზიდენტს - გავაფრთხილე, თუ ჩვენ დავიწყებთ საომარ მოქმედებებს ან ჩავერთვებოდით საომარ მოქმედებებში, ეს გამოიწვევდა ქვეყნის დანგრევას. არც ერთმა და არც მეორემ ეს ყურად არ იღო.

 

პუტინმა პირადად გააფრთხილა სააკაშვილი და მე ვესწრებოდი ამ სატელეფონო საუბარს. სააკაშვილმა ამაზე პასუხი უნდა აგოს და მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას რომ, ამაზე სააკაშვილი პასუხს აგებს და მე ამ ქვეყანას გავამთლიანებ", - განაცხადა ბურჯანაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner