logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ეს კანონი სასიცოცხლოდ საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საჭიროა ხალხის ინფორმირებულობისთვის, საჭიროა გამჭირვალობისთვის, დემოკრატიისთვის!
- +

9 მარტი. 2023. 01:13

 

 

„ეს კანონი სასიცოცხლოდ საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საჭიროა ხალხის ინფორმირებულობისთვის, საჭიროა გამჭირვალობისთვის, დემოკრატიისთვის! რატომ არ სურთ ამ კანონის მიღება ამერიკას და ევროპას? სამწუხაროდ, დღეს თავისუფალი ევროპა აღარ არსებობს, ის ამერიკას ემორჩილება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

 

 

„ახლა კიდე დაგიღეჭავთ ამ კანონს და ყველა კრიტიკულ კითხვას გავცემ პასუხს:

 

  1. ეს არის რუსული კანონი!?

 

პასუხი: - არა! ეს არ არის რუსული კანონი, არც ერთი წინადადება არ არის გადმოტანილი მისგან. პირველად მსოფლიოში ეს კანონი შეიქმნა ამერიკაში და იქედან გადაიტანა მსოფლიოს 27 ქვეყანამ, 28-ე ვართ ჩვენ. მაგ შორის, რუსეთმაც თავის დროზე. ყველა ქვეყანაში ეს კანონი არის უმკაცრესი, რადგან მიყვება ამერიკულს ფეხდაფეხ.

 

ჩვენთან, ქართული ვარიანტი, რომელიც ასევე გადმოტანილია ამერიკულიდან, არის ძალიან მსუბუქი და ითვალისწინებს მხოლოდ გამჭირვალობას.

 

  1. ვის ეხება ეს კანონი?

 

პასუხი: - ეს კანონი ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოური დაფინანსება.

 

  1. ვის არ ეხება ეს კანონი?

 

პასუხი: - ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს (სტუდენტებს, მეცნიერებს, სოციალური დახმარების მიმღებლებს და ა.შ.). ყველა სტუდენტს შეუძლია მიიღოს დაფინანსება თუ უნდა 10 ერთად. არ ეხება უნივერსიტეტებს და ყველა შპს -ს.

 

  1. რა საჭირო იყო ეს კანონი? ხომ ისედაც ფინანსური დეკლარაციები ბარდებოდა ენჯეოებოდან?

 

პასუხი:- დიახ, ფინანსური დეკლარაციები ბარდებოდა, მაგრამ ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ამ ახალ კანონში მითითებულია "მიზნობრივი გამჭირვალობა", ეს არის ის საკითხი, რაზწც კივიან და რაც არ უნდათ. წსენი "აგენტზე" არ კივიან, ამაზე იხევენ სახეს, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისთვის- მიზნობრიობა!

 

ამერიკაშიც და იმ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებს, არა აქვთ ფინანსთა სამინისტოროები?

 

  1. სიტყვა "აგენტი" ახდენს დისკრედიტაციას და არ სურთ რომ დაარქვან

 

პასუხი:  - დიახ, ეს სიტყვა ხისტია. ეს სიტყვა არის პირდაპირ გადმოტანილი იცხოეთიდან. ყველა ქვეყანას ამ კანონში უწერია ეს სიტყვა. თუმცა, კომიტეტზე რამდენიმე ექსპწრტმა წარადგინა თხოვნა, რომ შეცვალონ. კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ.

 

  1. არის თუ არა ეს კანონი დემოკრატიული?

 

პასუხი:- დიახ! გამჭირვალობა არის დემოკრატიის ნორმა და მოთხოვნა.

 

  1. ხომ არ არის ეს კანონი პირველი ეტაპი, როგორც რუსეთში და მერე ხომ არ გაამკაცრებთ? ხომ არ გაქრებიან ენჯეოები და მედია საქართველოდან?

 

პასუხი: - კითხვა ალოგიკური და უაზროა, რადგან ამ ლოგიკით ვერც ერთი კანონი ვერ უნდა მიიღოს ვერც ერთმა ქვეყანამ. არ გაქრებიან!  გახდებიან გამჭირვალე, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ ვინ არის?

 

  1. რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი?

 

პასუხი: - იმიტომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდის ჰიბრიდული ომი ყველა მხრიდან და აუცილებლად დაიწყება უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ახალი გიგანტი სახელმწიფოებიდან. საქართბელოზე ინტერესი დიდია ყველა მიმართულებით. საქართველოში შემოდის დიდი ფული, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხარჯავენ! საქართველოში  არ სჭირდებათ ტყვია, ამ ფულებით უფრო მეტს  აკეთებენ!

 

დასკვნა:

 

ეს კანონი სასიცოცხლოდ საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საჭიროა ხალხის ინფორმირებულობისთვის, საჭიროა გამჭირვალობისთვის, დემოკრატიისთვის!

 

რატომ არ სურთ ამ კანონის მიღება ამერიკას და ევროპას?

 

სამწუხაროდ, დღეს თავისუფალი ევროპა აღარ არსებობს, ის ამერიკას ემორჩილება.

 

2024 წლისთვის იგეგმება დიდი რევოლუციური სცენარი. შავი ფულის შემოტანოს შანსები ცოტაა ქვეყანაში. სურდათ, ისევ მათი ფონდებით შემოეტანათ დიდი ფული და ეხარჯათ ვითომ პროექტებში, სინამდვილეში კი ქვეყნის ამოყირავებაში და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასაბრუნებლად.

 

ყველა ევროპელი ლიდერი, ვინც განცხადებას აკეთებს, მითითებას იღებს ამერიკიდან. გვსჯის ამერიკა, რადგან დიდი ზეწოლის მიუხედავად,   ვერ დააწყებინა ოცნებას ომი (ფაქტებია ამისი და თუ თავად გადაწყვეტენ, იტყვიან, მე ვიცი ყველაფერი და ამიტომ ვარ ასეთი აგრესიული დღეს დასავლეთის მიმართ)

 

რა მოხდება?

 

პასუხი: - ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ქვეყანა გადავარჩინოთ!  ეს არის მძიმე ბრძოლა, მაგრამ ეკლესია ლოცულობს ჩვენზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

 

რაც შეეხება ამერიკას, მალე შეიცვლება ხელისუფლება, დამთავრდება ომი და ყველაფერი დალაგდება!

 

საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner