„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დააყენეთ ეს საკითხი პლებისციტზე და რასაც გადაწყვეტს ქართველი ერი - აღსრულდეს ნება მისი .
უკვე სახიფათო სანახავია ის ქაოსი და დარბევები, რაც თბილისის ქუჩებში ხდება.
იურიდიულად ადვილად გამართვადია კითხვა, რომელიც პლებისციტზე უნდა დაისვას.
მერწმუნეთ, საქართველო ვერ გაუძლებს იმას, რაც დღეს ხდება - თუ ასე გაგრძელდა ყველა მხარე მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდება“, - წერს სანდრო ბრეგაძე.