„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სამჯერ ვიყავი პირსისხლიანი ძალის ოპოზიციაში: სამხედრო საბჭოს ხუნტა; ედუარდ შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმები...
ხუნტის პერიოდში ტყვიების წვიმაში გამოვდიოდი მიტინგებზე;
შევარდნაძის რეჟიმის პერიოდში კვირაში ორჯერ მიჭერდნენ, არაერთხელ სასიკვდილოდ დავულეწივარ მაშინდელ ომონს, როცა მიტინგებს ვუძღვებოდი;
სააკაშვილის რეჟიმის დროს დაჭერით და ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ, როცა იმ პერიოდში მძვინვარე რეჟიმის წინააღმდეგ ხალხმრავალ მიტინგებს ვაწყობდით... თუმცა, ღმერთია მოწამე, არასოდეს (!!!) არამცთუ არ მიმოქმედია, ძალადობრივი ქმედებისკენ ხალხისთვის არასოდეს არ მომიწოდებია!
ჩემი ყოველი აქცია იყო მშვიდობიანი აქციის მკაფიო ნიმუში!
ამის მიუხედავად, სააკაშვილის სპეცსამსახურებმა დამიჭირეს და შეირაღებული გადატრიალების მომზადება დამაბრალეს... მოსჯილი უკანონო სასჯელი ბოლო დღემდე ისე მოვიხადე, არც შეთითხნილი ბრალდების აღიარება; არც ჩემი წუწუნი და ქედის მოხრა არავის გაუგია!
ესენი ვინ არიან, გამაგებინეთ! თან ვითომ, მშვიდობიან აქციას რომ ატარებენ და თან მერამდენედ - რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა იავარქმნეს!
ეს არის ევროპული და ამერიკული ღირებულებები?
ეს არის "გამოხატვის" თავისუფლება?
ეს არის დემოკრატია?
საით მიგყავთ ქვეყანა? ისევ შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება გსურთ, როცა ევროპარლამენტარების ოლიმპიური დუმილის, ან უფრო მეტიც - დიქტატორი მანიაკისთვის გამართული აპლოდისმენტების ფონზე ხვრეტდნენ მართლაც მშვიდობიან დემონსტრანტებს?
მოლოტოვის კოქტეილებია მშვიდობიანი აქციის ატრიბუტი და სიმბოლო?
გახსოვდეთ: ვინაც მახვილი აღიღოს“ - წერს ზაზა დავითაია.