„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე წერს, მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
„მაშინ, როდესაც ამერიკაში ფაქტია და ჩვენთან აღქმად უნდათ შემოსაღება... ბაიდენის მოყვანილ ფაქტს უნდა დაუმატო 900 დაკავებული ადამიანი, რომელთა უმეტესობა წლები ვერ დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას... როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, საქართველოში და მთელ მსოფლიოში, როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცველებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს? მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.