ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ბევრად უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკური ცხოვრება, თუ პარლამენტი დატვირთული იქნება ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციით",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე „რეპორტიორთან" საუბრობს.
აბესაძის განცხადებით, ბევრ პარტიას აქვს შანსი საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მაგრამ აღნიშნავს, რომ „გამარჯვებას ცალსახად „ქართული ოცნება" მოიპოვებს".
„ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს პოლიტიკური პროცესი პარლამენტში და არა მის გარეთ. ბევრად უფრო საინტერესო იქნება პოლიტიკური ცხოვრება, თუ პარლამენტი დატვირთული იქნება ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციით, ვინაიდან ჯანსაღი პროცესი უნდა იყოს კონკრეტულ ლოკაციაში და არა ამ შემთხვევაში გარეთ. თუ პოლიტიკური პროცესები განვითარდება პარლამენტში, დემოკრატიისთვის იქნება კარგი. ჩემი აზრით, ბევრ პარტიას აქვს შანსი, სწორი მენეჯმენტის და სწორი საარჩევნო პროგრამმის შემთხვევაში გადალახოს ბარიერი, მაგრამ გამარჯვებული ცალსახად ცნობილია",- განაცხადა აბესაძემ.