ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ორი სიტყვით. თავისუფალ დროს, შესაძლოა დავუბრუნდე უფრო ვრცლად.
პროგნოზირებადია ახალგაზრდებს უკან ამოფარებული გამარგინალებული ოპოზიცია.
შეიქმნა სიტუაცია, როცა ხელისუფლებამ ვერ გააგონა მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილს, საკუთარი ხმა, ხოლო პროტესტის ხმა გაიგონა.
გაიგონა ხმა და გაიწვია საკუთარი გადაწყვეტილება უკან. "გაწვევას" იურიდიულად ნუ ჩავუღრმავდებით. იციან რეგლამენტი.
გაწვევის გადაწყვეტილება მოიწონეს დასავლელმა პარტნიორებმა და გამოთქვეს მზადყოფნა ევროკავშირის წევრობის გზაზე.
ამასთან მოუწოდეს ყველას დაუბრუნდნენ 12 პუნქტის შესრულებას.
რასაც ახლა ვისმენ, ოპოზიცია არ აპირებს არც 12 პუნქტის შესრულებას, არც კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ნაბიჯების გადადგმას. ალბათ ბოიკოტს დაუბრუნდებიან.
ახლა ორი კითხვა:
ეს ორი დღე ხაბეიშვილი ატყუებდა ახალგაზრდებს, პოლუტიკოსები თქვენი ინსტრუმენტები ვართ და გამოგვიყენეთო.
რეალურად დავინახეთ სხვა რამ: გუშინ და გუშინწინ ინსტრუმენტად ახალგაზრდობა გამოიყენეს, ორჯერ უბიძგეს შტურმისკენ და ორივეჯერ იქედან გაიძურწნენ.
მოკლედ, ვისაც მართლა ევროპული კურსი ადარდებს, აგერ ბურთი და მოედანი, გააგრძელეთ 12 პუნქტზე მუშაობა.
ევროკავშირმა არ უნდა გაიმეოროს შარშანდელი უსამართლობა.
ვინც ორი დღე კანონს აპროტესტებდა და ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა, ახლა ოპოზიციას მოსთხოვოს შეეშვან კეკლუცობას და მუშაობას შეუდგნენ, სპეკულაციების და საბოტაჟის გარეშე“, - წერს ამირან სალუქვაძე.