ავტორი თამუნა ნათაძე
„მე მივმართე ჩემს პარტიას, რომ პარტიულ პროპორციულ სიაში არ შემიყვანონ",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„მე მივმართე ჩემს პარტიას, რომ პარტიულ პროპორციულ სიაში არ შემიყვანონ, რადგან ვფიქრობ, პარლამენტში უნდა შევიდე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობის პირდაპირი მხარდაჭერა მექნება. ეს გამაძლიერებს და გამამაგრებს. მეტი მოტივაცია მექნება, რომ მცხეთის რაიონის მოქალაქეებს მოვემსახურო და ბოლომდე გამოვიყენო ჩემი რესურსი",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.