logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მწამებლები, კაცების გამაუპატიურებლები, ახლა ცდილობენ მოაჯდნენ ახალგაზრდების მუხტს და სათავისოდ გამოიყენონ
- +

9 მარტი. 2023. 21:59

"მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ, უბრალოდ შელაპარაკებისთვის 10 და 15 წელს უსჯიდნენ... აი ეს გვაქვს გამოვლილი და ამ რეჟიმთან მომუშავე ადამიანები, მწამებელი რეჟიმის წევრები ახლა გამოდიან მიტინგზე სიტყვით და იქ მყოფი ხალხი მათ ტაშს უკრავს," - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.

„მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ... წამალს უდებნენ... უბრალოდ შელაპარაკებისთვის 10 და 15 წელს უსჯიდნენ და შემდეგ ამას არ კმაყოფილდებოდნენ და ციხეში აწამებდნენ... მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ჩურჩულით საუბრობდნენ და სადმე რომ დასხდებოდნენ, მობილურებს თიშავდნენ... აი ეს გვაქვს გამოვლილი და ამ რეჟიმთან მომუშავე ადამიანები, მწამებელი რეჟიმის წევრები ახლა გამოდიან მიტინგზე სიტყვით და იქ მყოფი ხალხი მათ ტაშს უკრავს.

მწამებლები, კაცების გამაუპატიურებლები, ახლა ცდილობენ მოაჯდნენ ახალგაზრდების მუხტს და სათავისოდ გამოიყენონ!!! დამაწყდა ნერვები”- წერს ირაკლი ლატარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner