logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩვენი 30-წლიანი გამოცდილება ხალხს ეუბნება, რომ თუ დაუთმობ პროტესტის მონაწილეებს, მოითხოვენ უფრო მეტს
- +

9 მარტი. 2023. 22:07

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევა რომ მოვიწონე, ზოგმა გამაკრიტიკა კომენტარებში, ზოგმა პირადში.
მიზეზი მარტივია. ჩვენი 30-წლიანი გამოცდილება ხალხს ეუბნება, რომ თუ დაუთმობ პროტესტის მონაწილეებს, მოითხოვენ უფრო მეტს.
ახლაც ასე მოხდა: მთავარი მოთხოვნა შესრულდა, მოითხოვეს მეტი.
გუშინწინ საფრანგეთის დიდ ქალაქებში საპენსიო რეფორმის პროტესტი ხელკეტებით სასტიკად ჩაახშეს. ანუ, მაკრონმა არ დათმო. სწორია?
ასეთი გამოცდილება ოცნების ყველა შემდგომ ხელისუფლებებსაც წინ დახვდება და მათ უბიძგებს იქეთკენ, რომ პროტესტის ხმა არ უნდა გაიგონო და არ უნდა დათმო.
ბევრჯერ დავწერე, რომ უნდა ვისწავლოთ საარჩევნო ციკლში ცხოვრება. ეს სჭირდება ხალხს, ეკონომიკას, ინვესტიციებს, პლუს მტერსაც უჩვენებს სიძლიერეს, თორემ ყოველ წელს იქნებოდა არჩევნები, რა პრობლემაა?!
ეს ზოგადად. მთავარი მაინც ისაა, რაც ვთქვი: არ უნდა დამკვიდრდეს ეს ტრადიცია, რომ მომავალში ნებისმიერმა ხელისუფალმა აღარ მოუსმინოს პროტესტის გზავნილებს, განსაკუთრებით ახალგაზედობის მხრიდან.
ამას ვერავის გავაგონებ მაინც, მაგრამ ხომ უნდა დავწერო?!
რაც შეეხება ევროპას თუ სხვა ნებისმიერ ვექტორს, გუშინაც დავწერე, - რა თქმა უნდა ევროპა.
შარშანაც დავწერე, ნებისმიერ აქციაზე მივალ, რომელიც ევროპულ კურსს ეხება, ოღონდ შიდა პოლიტიკის გარევის გარეშე. პოლიტიკა რომ მდომოდა, აქამდე ვიქნებოდი პოლიტიკაში. აწი არ ვიცი, მაგრამ აქამდე ამ აზრზე ვიყავი.
ევროპულ კურსთან დაკავშირებულ აქციებზე იმიტომ არ მიყვარს პოლიტიკის გარევა, რომ ეს აეჩევანი ყველასია.
ესეც პრინციპია. ამ წლებში ეს მოწოდებაც უამრავჯერ დავწერე, რომ ერი, პოლიტიკოსები უნდა გაერთიანდნენ ორ საკითხში: საგარეო კურსი და დეოკუპაცია. არ გამოგვდის.
ამ მთავრობისთვის გარედან არავის უთქვამს, რომ კურსს გადაუხვიეს. ამ დღეებში განცხადებები იყო რისკებთან დაკავშირებით. კანონის გაწვევით ეს პრობლემა მოიხსნა.
ამის შემდეგ ვიხილეთ პარტნიორების, აშშ-ის, ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების მყისიერი პოზიტიური განცხადებები, მზადყოფნის გამოცხადება დაგვიდგნენ გვერდით და მოუწოდეს პოლიტიკოსებს დაუბრუნდნენ 12 პუნქტიან გეგმას.
მგონი დღეს ეს უნდა იყოს ხელისუფლების და ოპოზიციის ნომერ ერთი, ერთად სამუშაო ამოცანა: კანდიდატის სტატუსის სწრაფი მიღება.
მეტიც, გავაკეთოთ აპოლიტიკური აქცია ევროპულ კურსთან დაკავშირებით და დავდგეთ ერთად მთელი ერი. აი ეს დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ასეთ აქციაზე მიგულეთ გვერდით. მილიონი ქართველი დადგება"- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.
 
 
right_banner right_banner
არქივი
right_banner