logo_geo
eng_logo
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: არავინ აკვირდება უკრაინაში ომს ისე ყურადღებით, როგორც ჩინეთი
- +

9 მარტი. 2023. 22:30

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ არავინ აკვირდება უკრაინაში ომს ისე ყურადღებით, როგორც ჩინეთი.

„ვფიქრობ, რომ არავინ აკვირდება ისე ყურადღებით ვლადიმირ პუტინის გამოცდილებას უკრაინაში, როგორც სი ძინპინი, და ვფიქრობ, ის გარკვეულწილად გამოფხიზლდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი ანალიზია იმით, თუ რამდენად შეძლო დასავლეთმა სოლიდარობის შენარჩუნება და რუსეთისთვის კიდევ უფრო გრძელვადიანი ეკონომიკური ხარჯების დაკისრება“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა

right_banner right_banner
არქივი
right_banner