logo_geo
eng_logo
თბილისის მერია: მეტროსადგური „თავისუფლება“ შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს
- +

9 მარტი. 2023. 23:59

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოიყენეს ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას. მანამდე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უარყვეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner