გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოიყენეს ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას. მანამდე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უარყვეს.