logo_geo
eng_logo
მედია: საფრანგეთი, უნგრეთი და ბულგარეთი რუსული ატომური ენერგეტიკის სექტორის, კერძოდ კომპანია Rosatom-ის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ბლოკავენ
- +

10 მარტი. 2023. 01:22

საფრანგეთი, უნგრეთი და ბულგარეთი რუსული ატომური ენერგეტიკის სექტორის, კერძოდ კომპანია Rosatom-ის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ბლოკავენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტო (PAPავრცელებს.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, Rosatom-თან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი მხარდამჭერი საფრანგეთია.

„უნგრელები ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როდესაც Rosatom-ის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი. ბულგარეთი ასევე აცხადებს შეშფოთებას მიწოდების საიმედოობის შესახებ. სანქციების დაწესება რუსული ატომური ენერგეტიკის სფეროს წინააღმდეგ ამჟამად უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა“, - აღნიშნა წყარომ.

3 თებერვალს, უკრაუნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, Rosatom-სა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner