საფრანგეთი, უნგრეთი და ბულგარეთი რუსული ატომური ენერგეტიკის სექტორის, კერძოდ კომპანია Rosatom-ის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ბლოკავენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, Rosatom-თან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი მხარდამჭერი საფრანგეთია.
„უნგრელები ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როდესაც Rosatom-ის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი. ბულგარეთი ასევე აცხადებს შეშფოთებას მიწოდების საიმედოობის შესახებ. სანქციების დაწესება რუსული ატომური ენერგეტიკის სფეროს წინააღმდეგ ამჟამად უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა“, - აღნიშნა წყარომ.
3 თებერვალს, უკრაუნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, Rosatom-სა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესოს.