logo_geo
eng_logo
დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
- +

10 მარტი. 2023. 09:32

 

 

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩავაგდე.

 

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

 

სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner