logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კუპატაძე: პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს, შსს-ს ხუთ თანამშრომელს სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები
- +

10 მარტი. 2023. 11:22

 

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს, შსს-ს ხუთ თანამშრომელს სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კუპატაძის თქმით, ისინი ამ დრომდე მკურნალობას გადიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში და აღნიშნა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„აქვთ მძიმე დაზიანებები, დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაღად გაჰყვებათ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ვრცელდება ფოტო-ვიდეომასალა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა“, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურო საგამოძიებო სამსახური ახორციელებს გამოძიებას და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.

 

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გამოძიების დროს დადგინდება, ამ ადამიანმა სად დაკარგა თვალი.

 

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ნივთმტკიცების სახით გამოუყენებელი მოლოტოვის კოქტეილები.

 

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში მოხდება იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდა“, – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner