logo_geo
eng_logo
პოლიტიკური სენ-დენის ბინადარი საქართველოდან
- +

10 მარტი. 2023. 13:55

 

 

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ჩემეულ ანალიზს უახლოეს დღეებში გაახლებთ, პროცესის დასრულებისთანავე... მაგრამ არის თემა, რომელზეც ახლავე, დროის დაუკარგავად შეიძლება ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება - პოლიტიკური ჭაობის ამდენ ბინადარში, ამდენ სამარცხვინოს შორის, ყველაზე სამარცხვინო მაინც მადამ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა.

 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლიტიკური პროსტიტუცია პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მექანიზმია. ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ პოლიტიკური პროსტიტუცია, თავისი შინაარსით, ჩვეულებრივი პროსტიტუციის ზუსტი ანალოგია. შორეულ ოთხმოცდაათიანებში, სალომეს ნამდვილ სამშობლოში, პარიზში სტუმრობის დროს, ჩემი იქაური მეგობარი, ჩვენი საელჩოს თანამშრომელი, ევროპის კულტურული ცენტრის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით დაღლილს, დღის ბოლოს, „განტვირთვის ადგილებში“ ფეხით გასეირნებას მთავაზობდა ხოლმე, ესეც პარიზის ცხოვრების ორგანული ნაწილიაო.

 

ერთ დღეს სენ-დენზე ამოვყავით თავი. ყავლგასული, სხვადასხვა მიზეზით ჩამოწერილი თუ ამორტიზებული „ღამის პეპლების“ დისლოკაციის ზონაში. ჩემმა მეგობარმა ჩემი გაოცებული და ზიზღნარევი გამომეტყველების დანახვაზე ღიმილით მითხრა - „ნუ გიკვირს, თავისი მომხმარებელი ამათაც ჰყავთო, პრინციპით - იაფი და სწრაფი“.

 

ანალოგი იმაშია, რომ უცოდინარ, უავტორიტეტო, ურეიტინგო „პრეზიდენტსაც“ გამოუჩნდა თავისი მომხმარებელი და ისიც ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად „იღვწის“ იმის საჩვენებლად და დასამტკიცებლად, რომ თავის ორ წინამორბედზე, „დორბლიანზე“ და „დონდლოზე“ არაფრით ნაკლები არ არის.   

 

პოეტი ამბობს - „სიკეთე არვის ეპატიება, ადამიანი არსებობს ვიდრე, რადგანაც მისგან კაცი მცირდება...“ ხედავთ?.. ლექსში ჩვეულებრივ სიკეთეზეა საუბარი და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად მტანჯველი იქნება „სიკეთის ვალი“ კაცის კაცობაზე წამსვლელისთვის. ძალზე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი „ფრანცუჟანკა“ „ოცნების“ წინაშე ვალდებულებით გამოწვეული ბოღმისგან ვერ თავისუფლდება და მის მიმართ შურისძიების დაუძლეველი სურვილი ახრჩობს. ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, პრეზიდენტად დასმულის უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ზურაბიშვილებისა და ნიკოლაძეების დიდი საგვარეულოების შთამომავალი ვერ გაქართველდა და ჩვენ რომ ამას ვხედავთ, ამაზეც იბოღმება, ანუ ბოღმას ბოღმა ემატება და... თავისდა უნებურად, ადამიანი აღმოჩნდა წუმპეში.

 

კიდევ ერთ „დეტალზე“ გავამახვილებდი ყურადღებას: პოლიტიკაში შემთხვევითობებისა და დამთხვევების არ მჯერა. არ მჯერა, რომ პოლიტიკური სენ-დენის ბინადარი საქართველოდან, ამერიკელების(?) მიერ რუსულად(?) სახელდებული, ერთი-ერთში თარგმნილი ამერიკული(!) კანონის განხილვის დღეებში შემთხვევით აღმოჩნდა ამერიკაში. ცხადზე უცხადესია, რომ მისთვის განკუთვნილი როლის შესასრულებლად, ანუ საკუთარი ქვეყნის იმიჯის შესალახად, ასეთ ფართო ასპარეზს საქართველოში ვერ მოიპოვებდა. მალე იმასაც გავიგებთ, რა ახალი დავალებები ჩამოიტანა „ცენტრიდან“ ჩვენმა „სალომეამ“, რა ახალ ჭრილობას უმზადებს მისგან დედინაცვლად აღქმულ ჩვენს დედასამშობლოს...

 

ისევ პროსტიტუციის თემას დავუბრუნდები. ბოროტებითა და ვერცხლის ელვარებით დაბრმავებულ ქალბატონს, მისდა საუბედუროდ, ერთი რამ ვერ გაუგია - მოღალატე არის მოღალატე და მოღალატეა იმის თვალშიც კი, ვის სასარგებლოდაც სჩადის ამ ღალატს.

 

ბიძინა  დვალი

10.03.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner