ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ამას, კაცო? ამას კალაძე გააკეთებს, რა პრობლემაა?!
აქ საკითხი შემდეგში მდგომარეობს!
კახა კალაძე: „ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასოდეს შევალთ”.
ვეთანხმები ამ ელემენტარულ ჭშმარიტებას, ცალი ფეხით და მონური ფსიქოლოგიით ევროპაში კი არა, ბოსტანშიც ვერ შევალთ.
ალბათ გაინტერესებთ, როგორია ცალი ფეხით მოქმედება და მონური ფსიქოლოგია, არა?
აი, ასეთია... ფოტოებზე ხედავთ, ეს არი!
ამას ეძახიან ევროპელობას, ასე უნდათ სადღაც შესვლა!
ახლა რა უნდა გავაკეთოთ?!
რა და.. ჩვენ, „რუსეთუმეებმა” ნაგავი უნდა გავხვეტოთ, გავიტანოთ, გადავრეცხოთ, გადავწმინდოთ... მერე „რუსეთუმე” კალაძე დაჯდება, დაითვლის, დაფიქრდება, ბიუჯეტს გადახედავს და ხელახლა გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა. თუმცა, სანამ გააკეთებს, მანამდე შეიძლება საკრებულოში წინააღმდეგობასაც წააწყდეს ამის ჩამდენ ვანდალებისგან, ისინი ანგარიშსაც მოსთხოვენ და შავნოდარას ავტორობით სიუჟეტსაც მოუმზადებენ, ამდენი და ამდენი მილიონი წაიღო სახლშიო. მართალია, მოგვიანებით სასამართლოში სხვანაირად დაიწყებენ ღნავილს, მაგრამ პირველ ჯერზე ხომ „დაარტამენ”?
კაი, ბატონო, ამის გამო დღეს არავინ დაგხვრეტთ, არც ციხეში ჩაგსვამენ... მით უმეტეს, არც გაგაუპატიურებენ, არც გაწამებენ, არც სულს ამოგხდიან, მაგრამ ნამუსი ხომ უნდა გქონდეთ? ეს ყველაფერი თქვენთვის გაკეთდა, ევროპულად რომ იგრძნოთ თავი, ამის გამო დაიხარჯა ათასები და მილიონები.
რა ევროპა? რომელი ამერიკა? რა დემოკრატია და სადაური სიტყვის თავისუფლება?
ეს არის ვანდალიზმი!
დიახ, რამდენიც არ უნდა მოიწონონ ზოგიერთებმა და უწოდონ ამას გამოხატვის თავისუფლება, ეს მაინც არის ვანდალიზმი!
თუმცა... ვანდალები სხვა ქვეყნებს ერჩოდნენ, ცხოვრობდნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე და შემდეგ მოედვნენ მთელ ევროპას.
თქვენ ვის ერჩით? ვის ქონებას წვავთ და ანგრევთ?
საკუთარ ქვეყანას ერჩით, საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქონებას ანადგურებთ!
კახა კალაძეს კიდევ ერთში ვეთანხმები, ქართველების ხასიათში მონობა არ ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს.
გამგებმა გაიგოს!
შეიძლება დღეს რაღაც მანიპულაციებით რამე დაგვათმობინონ და რასაც ფოტოებზე ხედავთ, ესეც ჩაგვადენინონ, მაგრამ საბოლოო ჯამში საწადელს მაინც ვერ მიაღწევენ. ჩვენს ქუჩაზე აუცილებლად დადგება გაზაფხული.
ამას კი... ამას კალაძე გააკეთებს, აბა, რას იზამს?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.