პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს.
„ჰა, რას ფიქრობთ, ქალბატონო სალომევ,
დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული მოჩანს საქართველო ამერიკიდან?!
***
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს?!"
***
საკუთარი თავი მაინც თუ გეყუდნეთ?!
***
ამისთვის გინდოდათ პრეზიდენტობა, 71 წლის ასაკში ყურმოჭრილ მონად რომ ქცეულიყავით და, ბოლოს, თქვენგანვე მიჭირხვნილი ინგას ქება დაგემსახურებინათ?!
ამისთვის მოიკალით თავი?!
ამისთვის იჯახირეთ მეორე ტურში?!
ამისთვის გვანერვიულეთ?!
***
გულწრფელი მხოლოდ მაშინ ყოფილხართ, КГБ-ს აგენტ მეუღლესთან ერთად, ზვიად გამსახურდიას, ანუ საქართველოს რომ ებრძოდით.
***
მეტის ღირსნი ვართ, ეს რომ გაპატიეთ და მაინც აგირჩიეთ“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.