„ისე აკრიტიკებენ ნაცები ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიას" და ისეთი შეცბუნებულები არიან, გეგონება, დღეს გამთენიისას ჩამოფრინდნენ მარსიდან..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი წერს.
„ამოიცანით თავები? ეგა ხართ, რაც ხართ, მკვლელები და ნაძირლები... ფილმი კიდევ უძლიერესია, 9 წელი 24 სერიაში... ვისაც პრეტენზია გაქვთ, ტელევიზიით არ უნდა უჩვენებდნენო, ნუ შეხედავთ, თქვენ მხოლოდ უნდა უყუროთ და იმ ადამიანებმა ის ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადეს..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.