logo_geo
eng_logo
ღირსებით ევროპისკენ
- +

10 მარტი. 2023. 17:22

 

 

სათაურში მთავარი სიტყვა ღირსებაა!!!

 

ქართველებო და განსაკუთრებით ქართველო ახალგაზრდებო, არ გიტყდებათ, ეს პოლიტიკის ოროსანი და დიპლომატიის ოროსანი, ოფიცერი დეგნანი და უმცროსი სერჟანტი პრაისი ჩვენს ქვეყანას თავზე რომ აჯდებიან, თანაც დემონსტრატული ქედმაღლობით და თითების ქნევით? რა არის, რა განცხადებებია, რა თავის აგდებაა, სახელმწიფო ვართ თუ საჯირითო?   

 

რაღა სუსლოვი და ანდროპოვი და რაღა ესენი. კარგი, სუსლოვი და ანდროპოვი არ გახსოვთ, მაგრამ პასტუხოვი და ზატულინი ხომ გუშინ იყო და დღესაც აკონტროლებენ ქვეყნის ოც პროცენტს? „ამხანაგი ცენტრიდან“ არ უნდა დასრულდეს ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში?

 

საქართველო კარგი მეგობარია, თუ მასთან პატიოსანი ურთიერთობა შეგიძლია(!). ვინც ასეთ დამოკიდებულებაზე უარს ამბობს, მას ჩვენი დაპყრობა განუზრახავს - ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ისტორიის მაგალითებმა არაერთხელ გვასწავლა. ამ ცოდნაზე ყალიბდება ჭეშმარიტი პატრიოტიზმი. ამ ცოდნის უარყოფა შობს სააკაშვილებს, ბოკერიებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს... მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ხაბეიშვილ არსებებზე აღარაფერს ვამბობ.

 

კოლონიური ყოფა კოლონიური ყოფაა, გინდა რუსული იყოს, გინდა ამერიკული. 

    

ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, არჩილ ჯორჯაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, კოტე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა მრავალთა სულიერი მემკვიდრეების, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გზავნილი ერისადმი ყოველთვის იყო და იქნება მარადიული ანდერძის სახის შეგონება - ცხოვრების აზრი თავისუფლებაშია!

 

ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა - თავისუფლება დიდ ერთობაში, ამიტომ

ქრისტიანობით,

სუვერენიტეტით,

ღირსებით,

წინ ევროპისკენ!

 

ბიძინა  დვალი

10.03.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner