logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა
- +

31 აგვისტო. 2016. 10:57


სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნების" გუნდს ეგონა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.


„სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა ამ პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

 

მართალია, ჩვენ არ შევქმენით სისტემა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია.

 

სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს.

 

მე კარგად მახსოვს, რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული. მე მაშინ ბანკირი ვიყავი და საბანკო სექტორში ვმუშაობდი. უამრავი სესხი გვაქვს გაცემული ვითომ „სამეურნეო მიზნით", როდესაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფულს ადამიანებს ციხიდან გამოსაყვანად ვაძლევდით.  ზოგი თავად იყო პატიმარი, ზოგის ძმა, ბიძაშვილი, ოჯახის წევრი....

 

სასამართლოში მიდგომა შეცვლილია და მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ", - განაცხადა  კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner