logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ!
- +

31 აგვისტო. 2016. 10:58


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გარდაცვლილ დემურ სტურუას საქმეში ბრალდებულ პოლიციელზე საუბრისას განაცხადა, რომ უწყება არც ერთ იმ თანამშრომელს არ დააფარებს ხელს, რომელიც კანონს დაარღვევს.



ხუციშვილის განცხადებით, პოლიციელს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა.


„თუ არ იქნებოდა სასამართლო განჩინება, ამ პირის დაკავება ვერ მოხდებოდა. დაგვიანებული იყო თუ არ იყო, ამას ვერ ვიტყვი. შემიძლია ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ეს ახლაც გრძელდება. იმ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ხელს არ დავაფარებთ. ეს სამინისტროს პრინციპული პოზიციაა",-განაცხადა ხუციშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner