logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: მზად არიან ყველას, ვინც მათ აზრზე არ ვართ, სამოსზე დავითის ვარსვკლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე, როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ
- +

10 მარტი. 2023. 19:57

1991 წელს, როცა ჩემს მშობელთან და მეგობრებთან ერთად ბალტინის ჯარების რუსულ ბომბებს სამეგრელოში ვემალებოდი, ბევრი დღევანდელი „ევროპელი“ მამიკოებთან ერთად რუსთაველზე იდგა და დსთ-ში შესვლას დაჩოქილი ითხოვდა! მაშინ ისტორიის ბნელ მხარეზე ოჯახებიანად რომ იყავით, ამას რა ეშველება?! რა მორალური ბექგრაუნდი გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!... - ამის შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

კალანდია მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დაანახა მისის „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას, ვინც მათ აზრზე არ არის, სამოსზე დავითის ვარსკვლავი დაკიდონ და ბოლოს ჟლიტონ ისე, როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ.

„ჩემს სათქმელს ასე დავიწყებ: მახსოვს 1991 წელს როცა ჩემს მშობელთან და მეგობრებთან ერთად ბალტინის ჯარების რუსულ ბომბებს სამეგრელოში ვემალებოდი, ბევრი დღევანდელი „ევროპელი“ მამიკოებთან ერთად რუსთაველზე იდგა და დსთ-ში შესვლას დაჩოქილი ითხოვდა! ახლა არ მითხრათ მაშინდელი დრო არ გვახსოვსო! არცერთი თქვენგანი ჩემზე უმცროსი არაა.. ჰოდა მაშინ ისტორიის ბნელ მხარეზე ოჯახებიანად რომ იყავით ამას რა ეშველება?! რა მორალური ბექგრაუნდი გაძლევთ უფლებას საქართველოს მომავალზე დღეს ისაუბროთ?!... დიახ ძალიან ვამაყობ რომ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, აქაური ჟურნალისტები თვალებაცრემლებულები არ კითხულობენ საყვარელი პოლიტიკოსების წერილებს, არც ფეიკებს ავრცელებენ და არც „პოლიტლიდერებად“ გარდაიქმნენ.... დღეს ვიღაც არ შემდგარს მორიგი სიყალბე გაუვრცელებია, რომ თითქოსდა სტამბოლში, რომელიღაც კაფეში არ შევუშვივარ, მაგრად გამეცინა, რადგან მტკნარი ტყუილია, არასოდეს ასეთი რამ არ მომხდარა, პირადად მე არც არცერთ კაფეში მომნდომებია შესვლა და არც არავის უთქვამს ჩემთვის უარი.. თუმცა ამ ფეიკის ერთ-ერთ არხზე გავრცელებამ (მოგვიანებით წაუშლიათ) კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი „კოლეგების“ მორალური სახე, რომლებიც მზად არიან ყველას ვინც მათ აზრზე არ ვართ სამოსზე დავითის ვარსკვლავი დაგვკიდონ და ბოლოს გვჟლიტონ ისე როგორც ამას ფაშისტები აკეთებდნენ (თუმცა რა მიკვირს მათგან, 1992 წლიდან ასე დუმილით არ ეგებებოდნენ განსხვავებულად მოააზროვნეების მიტინგებზე ხოცვას) ... ამ ამბავმა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც გამახსენა, დღეს მავანი მის სტატუსებს აზიარებს, მისგან ჯილდოებსა და პრემიებს იღებს, არადა იყო დრო როცა მის საჯარო ბულინგს ქუჩასა თუ კაფეში სიხარულით, ან მინიმუმ დუმილით ხვდებოდნენ, მისი მხარდაჭერისთვის ჩემ ლანძღვაზე კი აღარაფერს ვამბობ.. და ბოლოს!... ბედნიერი ვარ რომ კანონი გაიწვიეს, საკუთარ ხალხს რომ მოუსმინეს.. მე კი მომავალშიც ასე მოვიქცევი აზრს მანამ არ დავაფიქსირებ სანამ საკითხს (თუ კანონს) საკუთარი თვალით არ გავეცნობი, მესმის რომ მავანი კანონის წაკითხვის სურვილმა გააბრაზა, თუმცა მე ასეთი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი.... სწორედ ესაა ევროპელობა! საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსეთს და არა რუსულ ფაშიზმს!“- წერს გიორგი კალანდია.

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner