logo_geo
eng_logo
მაია ელოშვილი: როგორ არ უნდა იცნობდე ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყურმოჭრილ მონას და ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს - ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს რომ გამოგივა
- +

10 მარტი. 2023. 20:14

 

"როგორ არ უნდა იცნობდე საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყურმოჭრილ მონას და ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს- ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს რომ გამოგივა - ამის შესახებ იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორ არ უნდა იცნობდე საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყოველგვარი ქართულისა და ლიდერის თვისებებისგანდაცლილს, კოლონიალისტურიაზროვნების გადმონაშთს და ყურმოჭრილ მონას, ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს - ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს, რომ გამოგივა. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ისეთ პოლიტიკურ კრიზისშია, რომ ნიჭიერი მონებით სავსე საქართველოში, მაინცდამაინც ეს უნიჭო, სახედაკარგულ-ახეული მონა შეარჩია. „ორგვამა“ ვანოს მადლი გფარავდეთ, სანამ კეკელა ლომჯარიას არ გაგიპრემიერებთ. ამომავალი ხელისუფლება“- წერს მაია ელოშვილი.

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner