მომღერალი კრის ბრაუნი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავ უწყებაში შესაბამისი შეტყობინება ქალისგან შევიდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ბრაუნი მას იარაღით დაემუქრა.
თავად მომღერალმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაფერი ჩაუდენია და როდესაც გაიღვიძა, საკუთარ სახლთან პოლიცია აღმოაჩინა.
27 წლის კრის ბრაუნი მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სახლიდან გასვლაზე, თუმცა საბოლოოდ პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესში მდებარე მისი სახლიც გაჩხრიკეს.
მომღერალი წარსულშიც არაერთხელ დაუკავებია პოლიციას, მათ შორის 2009 წელს მომღერალ რიჰანაზე ფიზიკური ძალადობისთვის.