logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი ნინო ლომჯარიას: საერთოდ არაფერი გაქვს საერთო არც ლიბერალიზმთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც სხვა მაღალ მატერიებთან
- +

10 მარტი. 2023. 22:00

 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ყოფილი სახალხო დამცველი არ აღიარებს ტელეკომპანიებს „იმედი“ და „პოს ტვ”, ასევე არ აპირებს გამარჯობის თქმას ადამიანების გარკვეული ნაწილოსთვის.

გვიდიანის განცხადებით, ლომჯარია, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული. მისი შეფასებით, ლომჯარიას სახალხო დამცველობა სიყალბე იყო და იგი ახლაც „პატრონებს ამოფარებული“ დავალებების შემსრულებელია.

ყოფილი ეგრეთწოდებული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თურმე აღარ აღიარებს „იმედს“ და „პოსტივის“. კიდევ თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გამარჯობის თქმასაც აღარ აპირებს. ამას აკეთებს ქალი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვა ღირებულებებს არის ამოფარებული.

ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ შენი გამარჯობა არავის სჭირდება და არათუ არავინ გეხვეწება, არამედ, პირიქით, დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას დიდ უხერხულობასაც უქმნის შენთვის ძალაუნებურად გამარჯობის თქმა.

მერე იმით გავაგრძელოთ, რომ „იმედის“ და „პოსტივის“ უმაგრეს ჟურნალისტებსაც, დარმუნებული ვარ, საერთოდ არ ანაღვლებს, თუ შენნაირი მეორასეხარისხოვანი უინტერესო რესპონდენტი გამოაკლდება.

კიდევ იმით გავაგრძელოთ, რომ ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ. საერთოდ არაფერი გაქვს საერთო არც ლიბერალიზმთან, არც ადამიანის უფლებებთან და არც სხვა მაღალ მატერიებთან. ყალბია შენი არარსებული ღირებულებები, ყალბია შენი მოგონილი იდეოლოგიები, ყალბია შენი ლიბერალიზმი, თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო შენი სახალხო დამცველობა - პატრონებს ამოფარებული მიკერძოებული დავალებების შემსრულებელი მხარე რომ იყავი - იმიტომ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სიყალბე ხარ თხემით ტერფამდე, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი ადგილი გეცოდინება“, - წერს ანდრია გვიდიანი.

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“. ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გამარჯობას აღარ ეტყვის და არასდროს დადგება იქ, სადაც იქნებიან ისინი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner