უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, ,,აბულინგებს“ ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ „რუსთავი 2“-ს, ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ ,,ფორმულას“, გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს ,,ტვ პირველს“! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე წერს, რითაც ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება.
„ყოფილი ,,ვითომ სახალხო დამცველი" თურმე არ აღიარებს ,,იმედს" და ,,პოსტივის", მათ ჟურნალისტებს და თანამშრომლებს არ თვლის თურმე ადამიანებად! არ აღიარებს 2007 წელს დარბეულ, მიწასთან გასწორებულ, მეპატრონისთვის წართმეულ და 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ ყველაზე რეიტინგულ არხს არ აღიარებს! უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, ,,აბულინგებს" ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა, ასევე მეპატრონისთვის წართმეულ და ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ „რუსთავი 2“-ს, ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურს - ,,მთავარ არხს“, ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ ,,ფორმულას", გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს ,,ტვ პირველს"! ახალგაზრდები და სტუდენტები ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ითხოვდნენ და არა 1937 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს, დასაჭერთა, დასახვრეტთა და გასაკულაკებელთა სიის დაწერას კი არა! 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა გააგრძელეთო პარტნიორებმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" რევანშისთვის და რევოლუციისთვის მუშაობა არ უთქვამთ, ასევე შეამცირეთ პოლარიზაცია, გვითხრეს, უფლებადამცველები ფაშისტებად, ბოლშევიკებად და ვანო მერაბიშვილს გეგმის ნაწილად იქეცითო, არც ეგ უთქვამთ. სამოქალაქო სექტორმა და მედიამ თქვენი ადგილი და ფუნქცია იცოდეთო, ეგ კი ნამდვილად გითხრეს, დაუჯერეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ზღვარი არ გადალახოთ, ხოლო თუ პოლიტიკა გინდათ „ქურქუმალ ვაითის“ პარტია გელოდებათ, ისედაც დიდი ხანია მათი თანამოაზრეები ხართ!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს: „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები, მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის“. ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გამარჯობას აღარ ეტყვის და არასდროს დადგება იქ, სადაც იქნებიან ისინი.