logo_geo
eng_logo
დავით გადელია: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის რაციონალური საგარეო პოლიტიკა, ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით
- +

10 მარტი. 2023. 22:02

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა, ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების პროტესტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა რამდენიმე გარემოება: გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბატონ პრემიერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის სახდეპის მრჩეველი და გუშინვე ჩანიშნული იყო კავკასიის რეგიონში მრჩევლის (ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა) შეხვედრა პრემიერთან... როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკურია ხელისუფლებას, რომელიც -მეტი რომ არ ვთქვათ- ისეთ ანგარიშს უწევს აშშ-ს, რომ 180 გრადუსით შეცვალა პოზიცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, ვუძახოთ პრორუსული? ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს და აზრიც არა აქვს მათთან კამათს - პარანოიდალურად გამჯდარი ლოგოსტერეოტიპი აქვთ - ღარიბაშვილმა პანჩური რომ ამოარტყას რამე სამიტზე სერგეი ლავროვს (პუტინთან აბა პანჩურის ამორტყმის მანძილზე ვიღას უშვებენ - ძალიან გრძელი ფეხი სჭირდება!), მაინც ამას იტყვის! რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც გულზე ხვდება ჩვენი ქვეყნის საკმაოდ გაწონასწორებული, სრულიად რაციონალური საგარეო პოლიტიკა, ერთმანეთს აჯერებენ ამ რეალობიდან ამოვარდნილი სტერეოტიპის დამკვიდრებით“, - წერს დავით გადელია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner