logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ახლა თემურის მიმართ გაუგონარ არაადამიანობაზე მომინდა წერა...
- +

10 მარტი. 2023. 23:43

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ორი - სამი დღეა, სოციალურ ქსელში, ისევე, როგორც ქვეყანაში, უკუღმა ტრიალებს ყველაფერი...

 

ვიღას ახსოვს მიშამჭლე, ყველა აღმაშენებლობას ჩემულობს და გულწრფელი გოგო-ბიჭების ემოციებს ბევრი ნაძირალაც სათავისოდ ირგებს.

 

თანაბრად სათავისოდ ირგებენ ჭიჭეც და თაღლითი ხაზარაძეც, ნაცდამცველი ლომჯარიაც და გახარიას სეფექალებიც...

 

მოკლედ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ვერ გაიგებ კაცი...

 

ერთი რამ ნაღდია, - უდელი ვანოს ვიოლინო რომ ხლისტი ხაბეს როიალშია, ეს ბრმა თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია... მითუფრო, მიშას ხერხემლის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, სადაც ღიად განაცხადა საკუთარ განავალში ამომხრჩვალი ნაცმოს მოღალატეობრივი ამბიციები და რისთვისაც ასე თავგადაკლულად  იბრძვის 2011 წლის 26 მაისს დასახიჩრებული და ნაწამები ხალხისთვის "ნაგვის" იარლიყის მიმწებებელი, თავად ნაგავი(!) ხაბეიშვილი!

 

ბულინგიც ჩვეულ სტილზე გაცილებით გამკაცრებული აქვთ ნაცების ტოტზე გადამხტარ აქტივისტებს.

 

ამ ორიოდე დღის წინ ერთ-ერთმა ჩემმა "კოლეგამაც" კი ვეღარ მოთოკა ნერვები და ღიად დამტუქსა, როგორ ბედავ და ახალგაზრდა გოგო-ბიჭების რევოლუციურ სულისკვეთებას როგორ აკნინებ და ვანოს და ხაბეს გაყალბებული მიმოწერისა როგორ გჯერაო...

 

ჩემი თავი იქით იყოს და ცნობილ სახეებს და საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს ღიად აბულინგებენ, ცილს სწამებენ და ისევ ახალაიების დრო რომ იყოს, დაუფიქრებლად ჩამოახრჩობდნენ, ალბათ. რაღა ალბათ, პრონციპში... რა შეუშლით ხელს, თუ ფაშისტური ოცნება აუხდათ.

 

სოციალური კედლის თვალიერებაში განსაკუთრებით თემურ თათარაშვილის მიმართ გამოხატული აგრესია მომხვდა თვალში.

ჩემი მეგობარი რომ არის თემო, ამას იმიტომ არ ვწერ...

 

მისი დამოკიდებულება პატრიარქისადმი და ბიძინა ივანიშვილისადმი ვერ მოუნელებიათ ნაძირლებს და თუკი რამ არსებობს ეპითეტი და სიტყვა, რაც ზნეობასთან და მორალთან მოდის შეუსაბამობაში, ყველაფერი ერთად იხმარეს ამ ვირეშმაკებმა.

 

არადა, ეს ის თემურ თათარაშვილია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო სოსო პავლიაშვილთან ერთად, ქართული, ეროვნული, სამფეროვანი დროშით რომ წარსდგა იურმალაში და რომლის სიმღერაც იქ, იმ ვითარებაში ნამდვილად სიამაყის ჟრუანტელს გვრიდა თითოეულ ქართველს!

 

ეს ის თემურ თათარაშვილია, რომელიც საკუთარი შეცდომებისა ( რასაც არასდროს მალავდა!) თუ მიშას სადისტური ბუნების გამო, გარკვეული პერიოდი ახალაიების ციხეშიც იხდიდა სასჯელს და აქედან გადახვეწილი, მხოლოდ სააკაშვილის სიახლიანი რეჟიმის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში!

 

დაბრუნდა, რათა საკუთარი შემოქმედებით ისევ ქართველი მსმენელისთვის მიენიჭებინა სიამოვნება!

 

თემოს არც "ოცნების" ერთგულებას პატიობენ და ყელში ძვლად აქვს გაჩხერილი ბევრს მისი ქართველობა!

 

გულს ნუ გაიტეხ, ძმაო!

 

ამ და მსგავსი ბულინგით ისეთი სათაყვანებელი ხალხიც ჰყავთ სხვადასხვა დროს აკლებული, როგორებიც არიან ილია მეორე, ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე, ზვიადი, მერაბი...

 

ჩვენ რა სახსენებლები ვართ მათთან...

 

ამ ნაძირლებისა და ნაცხროვის მთავარი მიზანი მხოლოდ ანტურაჟის შექმნაა, თითქოს საზოგადოება რიყავს შენისთანა ერთგულ ადამიანებს...

 

თითქოს ბურთიც მათია და მოედანიც და ათასგვარ ნაირსახეობის "ტროლთა" მიზანიც ესაა - შექმნან განწყობა, სადაც ლევან ბერძენიშვილი ერის ხატებაა, გიორგი სააკაძე - ქართველთმოძულე, სადაც ეკა კვესიტაძე ლეგენდარული ქართველი ჟურნალისტია და თემურ თათარაშვილი - მედროვე, სადაც თამარ მეფის სახელის შემბღალველი ლაშა ბუღაძე მწერალია და ბიძინა ივანიშვილი - რუსეთუმე...

 

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მერწმუნე, ცა ქუდად არ უნდა მიგაჩნდეს და დედამიწა - ქალამნად, როცა ასეთი ტიპის უსამშობლო, უეროვნებო და უსულო ტროლები გიკითხავენ მორალს!

 

იამაყე, "გული ადამიანობს"!!!

 

რაღა შორს წავიდეთ...

 

რასაც თითქმის მთელი(!) ქართველი ინტელიგენციისა და ქართული ეკლესია-მონასტრების გადამრჩენელს, ქართული კულტურის გადარჩენის საქმეში გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, მართლაც ამაგდარ ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს რა არ დააბრალეს, როგორ არ დასწამეს ცილი და რა მოიგეს?!

 

მიშამჭლეც ფეხზე კიდიათ და საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მაქსიმუმ 3-7 ათასი კაცი გამოიყვანონ აქციებზე... და მზად არიან, ათასგვარი ბინძური ხერხით გულწრფელი ახალგაზრდობაც კი დაწამლონ იდეოლოგიურად...

 

სხვათაშორის, ძვირფასო მკითხველო, ეს ის თემურ თათარაშვილია, რომელიც მერაბ სეფაშვილის მიერ ვითომცდა სააკაშვილისთვის ნამღერი "ჩემი გმირი გიწოდეს" შემდეგ ერთ-ერთი პირველი გამოვიდა მერაბის მხარდასაჭერი განცხადებით და ყველას გასაგონად მერაბის ძმობა და მეგობრობა აიყვანა მთავარ კვარცხლბეკზე!

 

თუმცა...

 

თუმცა ამ ქვეყანაში ერთადერთები არიან ჯემალ სეფიაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზურა მანჯავიძე, გიგა ლორთქიფანიძე, გურამ ფირცხალავა, ლუკა კურტანიძე, ქეთევან კიკნაძე... საბედნიეროდ, შორს წაგვიყვანს მადლიერ მამულიშვილთა ჩამოთვლა, რომელთათვისაც  ქვეყნის წინაშე გაწეული ამაგის გამო მადლიერება ჩვეულებრივი, ადამიანური მდგომარეობაა!

 

პ.ს.

 

ბევრის თქმაც შეიძლება. ბევრზეც. თუმცა, ახლა თემურის მიმართ გაუგონარ არაადამიანობაზე მომინდა წერა.

 

დანარჩენს შემდეგშიც მოვასწრებთ...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner