logo_geo
eng_logo
„ჩვენი მოთხოვნაა, გოდერძი თევზაძე წარდგეს სასამართლოს წინაშე“
- +

31 აგვისტო. 2016. 11:01


პროკურორმა კოკა კაციტაძემ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა 2 კვირა ამ საქმის გამოსაძიებლად. ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ათეულობით ადამიანი არის ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ჩატარებულია ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და კალიგრაფიული ექსპერტიზა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამოწურა ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელი იყო ბრალდების წარსადგენად, სწორედ მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღეთ დაკავების განჩინება და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნის და დაკავების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რა შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებდით დაკავების განჩინებას და ეს მართლაც ასე მოხდა.


12 აგვისტოდან მოყოლებული იძიებს პროკურატურა ამ საქმეს და როგორც აღვნიშნე, ათეულობით საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული, მათ შორის მოწმის სახით ორჯერ დაკითხულია ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე და იგი ცდილობდა, რომ კვალი აერია გამოძიებისთვის და გამოძიება შეცდომაში შეეყვანა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და გამოძიება მიდიოდა სწორედ იქით, რომ გოდერძი თევზაძე უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, ამის შემდეგ მიემალა იგი საგამოძიებო ორგანოს. იგი არის მოწმის სახით დაკითხული და ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გავატარეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიღეთ დაკავების განჩინება. დაკავების განჩინება არ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე. აქ უნდა იყოს მოთხოვნა და მას უნდა ერთვოდეს კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ რომ არ გვქონოდა მტკიცებულებები, ჩვენ რომ არ ჩაგვეტარებინა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, არ გვექნებოდა დაკავების განჩინება და შესაბამისად არ გვექნებოდა საფუძველი, რომ გამოგვეტანა დადგენილება ყოფილი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.


საბოლოო მდგომარეობა იქნება ჩვენი მოთხოვნა, რომ მის მიმართ გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ეს ადამიანი წარდგეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე", -
განაცხადა კოკა კაციტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner