ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩში „სან ანტონიომ“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს, „დენვერი“ ანგარიშით 128:120 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12:00 წუთი გაატარა და მისმა მონაგარმა 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.