logo_geo
eng_logo
თურქეთი, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ
- +

11 მარტი. 2023. 10:32

 

 

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ჩრდილოევროპული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

 

„ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სწრაფი რატიფიკაცია, როგორც ფინეთისა, ისევე შვედეთისთვის პასუხობს ყველას ინტერესებს და რომ მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.

 

თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართა.

 

დამატებით მოლაპარაკებებს სამი ქვეყანა მიმდინარე წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტის წინ გამართავენ.

 

NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ალიანსის ორ ქვეყანაში - თურქეთსა და უნგრეთში არ არის რატიფიცირებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner