თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ჩრდილოევროპული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების საკითხზე დამატებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
„ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სწრაფი რატიფიკაცია, როგორც ფინეთისა, ისევე შვედეთისთვის პასუხობს ყველას ინტერესებს და რომ მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.
თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართა.
დამატებით მოლაპარაკებებს სამი ქვეყანა მიმდინარე წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტის წინ გამართავენ.
NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ალიანსის ორ ქვეყანაში - თურქეთსა და უნგრეთში არ არის რატიფიცირებული.